ფეხბურთი

19:53 | 10.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" ვუშკოვიჩის დაბრუნებას აპირებს

ლონდონის „ტოტენჰემი“ ნიჭიერი ხორვატი ცენტრალური მცვეის, ლუკა ვუშკოვიჩის პროგრესს აქტიურად აკვირდება და მისი დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს.

18 წლის ფეხბურთელი „დეზებმა“ მიმდინარე სეზონის წინ „ჰამბურგში“ გაანათხოვრეს, სადაც ის შესანიშნავად თამაშობს და 13 მატჩში 2 გოლიც გაიტანა. ვუშკოვიჩი „ტოტენჰემის“ გრძელვადიანი გეგმების ნაწილად მიიჩნევა.

ვუშკოვიჩი „ტოტენჰემმა“ იანვარში „ჰაიდუკიდან“ შეიძინა, მანამდე ის იჯარით ბელგიურ „ვესტერლოში“ თამაშობდა. ხორვატიის ნაკრებში 18 წლის მცველმა უკვე ორჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088723