შვეიცარიის ქალაქ ნიონში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები B დივიზიონის მეშვიდე ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ისლანდია და მონტენეგრო იქნებიან. აღნიშნული დაპირისპირებები 3-9 ივნისს გაიმართება და პირველი ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.
როგორც მოგეხსენებათ, შესარჩევი ეტაპი ახალი ფორმატის მიხედვით გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდენლათა ნაკრებს ოფიციალურად ზურაბ ხიზანიშვილი უხელმძღვანელებს.






