ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ მოჰამედ სალაჰის შესახებ კომენტარი გააკეთა და ეგვიპტელი მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
"ძალიან კარგად მესმის, რას გრძნობს სალაჰი. ძნელია, როდესაც სეზონში 38 გოლი გაგაქვს და შემდეგ გიწევს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, თუმცა დგება მომენტები, როდესაც გუნდი ყოველთვის შენს თავზე მაღლა უნდა დააყენო.
არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება ან რა მოხდა, როდესაც კლუბში თამაშობ ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვა მისი ღირსება, გუნდელების და ასევე სამწვრთნელო შტაბის. შეგიძლია იყო გაბრაზებული, ან არ ეთანხმებოდე რაღაც გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა ყოვლად მიუღებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა გუნდი ასეთ ცუდ მდგომარეობაშია", - განაცხადა ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში "ლივერპული" "ლიდს იუნაიტედს" დაუპირისპირდა (3:3), შეხვედრის შემდეგ კი მოჰამედ სალაჰმა ხმაურიანი განცხადება გააკეტა და არნე სლოტი საჯაროდ გააკრიტიკა. ამის შემდეგ სლოტმა ეგვიპტელი ჩემპიონთა ლიგის სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა.






