ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეექვსე ტურში "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "სლავია პრარას" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.
მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრების წინაშე ჰონ-მინ სონი წარსდგა, რომელმაც კლუბის გულშემატკივარს მიმართა და გამოემშვიდობა. მას შემდეგ, რაც სამხრეთკორეელმა ლონდონური კლუბი დატოვა, ფანებთან დამშვიდობების საშუალება არ ჰქონია, მაგრამ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ მას გაცილების საღამო მოუწყო და სიმბოლური პრიზიც გადასცეს.
"საღამო მშვიდობისა, მე აქ ვარ თქვენს წინაშე, იმედი მაქვს ჯერ არ დაგავიწყდით. აქ წარმოუდგენელი და დაუვიწყარი 10 წელი გავატარე, მინდა ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე ყოველთვის რიგითი თქვენგანი ვიქნები და მუდამ "ტოტენჰემის" გულშემატკივარი. ეს ქალაქი და სტადიონი ყოველთვის ჩემი სახლი იქნება და არასდროს დამავიწყდება. ყველანი ძალიან მიყვარხართ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით", - თქვა სონმა.
ცნობისთვის, ჰონ-მინ სონმა „ტოტენჰემში“ 454 მატჩში 173 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანა. ის „ლოს ანჯელესში“ ზაფხულიდან თამაშობს და 13 შეხვედრაში 12 აქვს გატანილი.






