კალათბურთი

9:47 | 10.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდო" თასის ნახევარფინალშია, გოგა ბითაძემ მატჩი 7 ქულით დაასრულა

გვიან ღამით NBA-ს თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა, სადაც "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ მოედანზე "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 117:108 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 17:06 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველის მონაგარი 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება იყო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი დესმონდ ბეინი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 37 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაა.

ამრიგად, "ორლანდო" თასის ნახევარფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე "ნიუ იორკ ნიქსი" იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09214