ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგები განაახლა და სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა შორის კვლავ პირველი ნომერია.
ქართველს რეიტინგში 225 ქულა აქვს და ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს 19 ქულით უსწრებს, რომელიც მეორე ადგილზე. სამეულს კიდევ ერთი ფრანგი სებასტიან პატრისი ხურავს 169 ქულით.
ხმლით მოფარიკევათა რეიტინგის საუკეთესო ხუთეული
1. სანდრო ბაზაძე (საქართველო) - 225 ქულა
2. ჟან-ფილიპ პატრისი (საფრანგეთი) - 206
3. სებასტიან პატრისი (საფრანგეთი) - 169
4. ლუკა კურატოლი (იტალია) - 145
5. აჰმედ ჰესამი (ეგვიპტე) - 143









