ფეხბურთი

14:00 | 8.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"თამამი და შედეგიანი გამოსვლა ჰქონდა" - L'Équipe-მა კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „რენი“ 5:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი მოედანზე საუკეთესო იყო და დუბლი შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში უყურადღებოდ არც ცნობილმა გამოცემა L'Équipe-მა დატოვა, რომელმაც კვარაცხელია სენი მაიულუსთან ერთად ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ფრანგულმა გამოცემამ კვარას 8.0 შეფასება დაუწერა.

"პსჟ-ს ფეხბურთელებმა საშუალოდ "რენთან" მატჩში 6.4 შეფასება დაიმსახურეს, გამორჩეული ორი მოთამაშე იყო, რომელიც ტურის სიმბოლურში მოხვდა: ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც თამამი და შედეგიანი გამოსვლა ჰქონდა და სენი მაიულუ, მან ერთი გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა", - წერს L'Équipe-ი.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა კიდევ ერთი გამოცემა Maxifoot-ი, რომელმაც ქართველი საერთოდ ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ლიგა 1-ში მისი მონაგარი 13 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097528