ფეხბურთი

15:10 | 8.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ რაშფორდის დამატებას სერიოზულად განიხილავს და მზადაა ტრანსფერში ფეხბურთელიც ჩართოს

"პარი სენ ჟერმენის" ინტერესები მარკუს რაშფორის მიმართ იზრდება, პარიზულ კლუბს ინგლისელის დამატება 2026 წლის ზაფხულში სურს და ამის შესახებ არაერთი ცნობილი გამოცემა წერს.

როგორც ცნობილი ხდება, პსჟ მზად არის რაშფორდის სანაცვლოდ გარკვეულ თანხასთან ერთად გარიგებაში ბრედლი ბარკოლაც ჩართოს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსგავს შეთავაზებაზე უარს ვერ იტყვის. ამის შესახებ კომენტარი "აბერდინის", „ევერტონისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა კიტ უაინსმა განაცხადა

როგორც იცით, ინგლისელი "მანჩესტერის" საკუთრებაა და იჯარით "ბარსელონაში" თამაშობს, აქედან გამომდინარე მის ტრანსფერში უპირატესი სწორედ კატალონიური გრანდია, რომელსაც აქვს უფლება კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად ინგლისელი 35 მილიონად გამოისყიდოს, მაგრამ პარიზული კლუბის აქტიურობამ შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 6 გატანილ გოლთან ერთად 9 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.092475