ფეხბურთი

14:35 | 8.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ოუენმა სლაჰი მისი განცხადების გამო გააკრიტიკა

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა სოციალურ ქსელში მოჰამედ სალაჰი მისი განცხადების გამო გააკრიტიკა.

მოჰამედ სალაჰმა "ლიდს იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა, რაც არნე სლოტთან კონფლიქტზე მიანიშნებს. მისი თქმით, კლუბში სურვილი აქვთ, რომ არსებული მდგომარეობა სრულიად მას დააბრალონ და გუნდიდან წავიდეს. (სალაჰის სრული კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე)

"წარმომიდგენია, როგორ გრძნობ თავს. დიდი ხნის განმავლობაში ამ გუნდის ლიდერი იყავი და ბევრი ტიტულის მოგება მოახერხე. თუმცა, ეს გუნდური თამაშია და უბრალოდ საჯაროდ ვერ იტყვი იმას, რაც თქვი. ერთ კვირაში აფრიკის თასზე გაემგზავრები, რა თქმა უნდა, ტუჩს იკვნეტ, რათა ერთი სული გაქვს სიამოვნებით წარმოადგინო შენი ქვეყანა, მაგრამ არავინ იცის აქ დაბრუნებისას რა სიტუაცია იქნება", - დაწერა ოუენმა სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა "ლივერპულთან" კონტრაქტი, რომელიც იწურებოდა, მიმდინარე სეზონის წინ გაახანგრძლივა. მიმდინარე სეზონში ეგვიპტელი 19 მატჩში 5 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090123