NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსს“ შეხვდა, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში 100:106 დამარცხდა.
არც გოგა ბითაძეს ჰქონდა კარგი თამაში, რომელმაც არასრულ 13 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა მხოლოდ ერთი ორქულიანი ისროლა.
„ნიუ იოკრში“ საუკეთესო ჯალენ ბრენსონი იყო 30 ქულით და 9 პასით, ხოლო „ორლანდოში“ ჯალენ საგსი გამოირჩა 17 ქულით.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 14 მოგებით და 10 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 10 დეკემბერს, შინ „მაიამი ჰიტთან“ გამართავს.









