ფეხბურთი

19:07 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის 3 საგოლე პასი ბოსნიის ჩემპიონატში

ბოსნიის ჩემპიონატში მე-18 ტურში გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ „ზელეჟნიჩარი“ 4:0 გაანადგურა, ქართველმა თავდამსხმელმა კი 3 საგოლე პასი გააკეთა!

გულიაშვილის გადაცემით მე-14 წუთზე ანგარიში აგონ ელეზიმ გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს რენან ოლივეირას დაეხმარა გატანაში. მატჩის მიწურულს გიორგიმ კიდევ ერთი ასისტი მიითვალა, როცა საბოლოო ანგარიში მიჰაელ მილნარიჩმა დააფიქსირა. „სარაევოს“ კიდევ ერთი გოლი ადემ ლიაიჩის აქტივშია.

გულიაშვილს ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ სამაგიეროდ, 8 საგოლე პასი გააკეთა, რითაც ჩემპიონატში საუკეთესოა.

„სარაევო“ 26 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 დეკემბერს, „ჟრინსკის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100047