სხვა

11:35 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: “პიოტრ იანთან რევანში მსურს”

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის დამარცხება ვერ შეძლო და 2025 წელს პირველად დამარცხდა. ქართველი მანქანა მთელი ბრძოლის განმავლობაში ცდილობდა მეტოქე დაემარცხებინა მაგრამ იანი მომენტს ელოდა. საბოლოოდ დვალიშვილმა მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო.

ბრძოლის შემდეგ მან რევანში მოითხოვა.

"ვცდილობდი მთელი ძალა დამეთმო კუთხის ბრძოლაში, მაგრამ დღეს წავაგე. ვულოცავ იანს გამარჯვებას, მაგრამ მინდა რემატჩი.

დარწმუნებული ვარ, ყველას ეწყინება, რომ რემატჩი არ შედგეს. ყოველთვის რთულია ჩემთვის 135 ფუნტზე ჩამოსვლა, რადგან ყველაფერს ჩემი გზით ვაკეთებ. არ ვენდობი დიეტოლოგებს. რთული იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიმართლებ თავს. მე უბრალოდ მინდოდა დღეს კარგი ბრძოლა მეჩვენებინა ყველასთვის. მიხარია, რომ ასე გამოვიდა და ბედნიერი ვარ" - თქვა დვალიშვილმა.

მერაბ დვალიშვილმა 2025 წელს მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და ქამრის მეოთხედ დაცვას ცდილობდა, თუმცა სამწუხაროდ არ გამოუვიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09602