ფეხბურთი

19:03 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერია" საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

თბილისის „იბერია“ საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. გუგა ნერგაძის გუნდი ბოლო ტურში საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული და შინ „გაგრასთან“ შეცდომა არ დაუშვია.

„იბერია“ 24-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავას გოლით დაწინაურდა, თუმცა 8 წუთში მასპინძლები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ ამირან ძაგანიას გაძევების გამო. მე-60 წუთზე „გაგრამ“ გაათანაბრა, დავით მუჯირის გოლით და თითქოს, სიტუაცია დაიძაბა, თუმცა ერთ წუთში გიზი მამაგეიშვილმა მეორედ გაიტანა და 2:1. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - „იბერია“ ჩემპიონია, ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ.

პარალელურად მისმა კონკურენტმა „დილამ“ „დინამო თბილისს“ ვერ მოუგო (რომც მოეგო, მაინც აღარ ჰყოფნიდა, რადგან „იბერიამ“ იმარჯვა). მათე ვაწაძის პენალტით „დინამო“ დაწინაურდა, მერე აბდალა ხლაიხლალიმ გაათანაბრა, რასაც სტუმართა მეორე გოლი მოჰყვა ირაკლი სირაძის მხრიდან. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წონასწორობა აბუბაკარ კონტემ აღადგინა - 2:2.

შედეგად; „იბერიამ“ სეზონი 80 ქულით დაასრულა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. „დილამ“ 78 ქულით მეორე ადგილი დაიკაა და კონფერენს ლიგაზე გამოვა, როგორც „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“, რომელიც 57 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა.

ეროვნული ლიგიდან „კოლხეთი“ გავარდა და „რუსთავი“ დაბრუნდა, პლეი-აუტში კი, „თელავი“ „მეშახტეს“ და „გარეჯი“ „სპაერს“ შეხვდება. სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 21 გოლით „ტორპედოს“ ფორვარდი ბიორნ იონსენი გახდა.

10 დეკემბერს, საქართველოს თასის ფინალია, სადაც კიდევ ერთხელ ტიტულისთვის „იბერია“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდებიან.

„იბერია“ – „გაგრა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯინჯოლავა (24), 1:1 მუჯირი (60), 2:1 მამაგეიშვილი (61)

„დილა“ – „დინამო თბილისი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვაწაძე (5, პენ), 1:1 ხლაიხლალი (75), 1:2 სირაძე (85), 2:2 კონტე (90)

ბომბარდირები

ბიორნ იონსენი (ტორპედო) – 21 გოლი

გიორგი ფანცულაია (სამგურალი) – 17

თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი) – 12

იური ტაბატაძე (იბერია) – 11

ლევან პაპავა (გარეჯი) - 11

1. იბერია 36 24 8 4 60 24 36 80
2. დილა 36 25 3 8 63 35 28 78
3. ტორპედო 36 18 9 9 63 41 22 63
4. დინამო თბილისი 36 15 12 9 51 34 17 57
5. გაგრა 36 12 7 17 44 55 -11 43
6. დინამო ბათუმი 36 11 10 15 40 59 -19 43
7. სამგურალი 36 12 6 18 54 53 1 42
8. თელავი 36 9 9 18 36 59 -23 36
9. გარეჯი 36 7 13 16 41 54 -13 34
10. კოლხეთი 36 5 7 24 33 71 -38 22
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167029