არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს 2026 წლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა:
„ვიცნობ ალჟირის ნაკრების მწვრთნელს (ვლადიმირ პეტკოვიჩი - რედ), „ლაციოში“ ჩემი მწვრთნელი იყო. მას წილისყრამდეც ვესაუბრე. ის შესანიშნავი მწვრთნელია. ალჟრი კარგი გუნდია შესანიშნავი ფეხბურთელებით", - თქვა სკალონიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ჯგუფში ალჟირს, ავსტრიას და იორდანიას დაუპირისპირდება.









