ფეხბურთი

11:05 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "რთული ჯგუფია, მაროკო ძალიან ძლიერია"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა შეაფასა.

როგორც მან თქვა, ჯგუფი რთულია და განსაკუთრებით მაროკოს ნაკრები გამოარჩია:

„ეს რთული ჯგუფია. მაროკოს კატარში შესანიშნავი მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქონდა. მათ ძალიან მყარი გუნდი ჰყავთ და რთული მატჩი იქნება. ვფიქრობ, თამაშების უმეტესობას ღამით ვითამაშებთ, ამიტომ ამინდთან დაკავშირებით დიდი პრობლემები არ შეგვქმნება“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ჯგუფში ჰაიტისთან, მაროკოსა და შოტლანდიასთან ერთად მოხვდა.

საინტერესო დამთხვევა: 1998 წლის მუნდიალზე ბრაზილია, მაროკო და შოტლანდია ერთ ჯგუფში იყვნენ, ახლა განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ისინი ნორვეგიის ნაცვლად ჰაიტის შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096818