UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან გასამართი ბრძოლის წინ საჩემპიონო წონა უპრობლემოდ ჩააბარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლისთვის ყველაფერი მზად არის.
აწონების ცერემონიალი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც საჩემპიონო წონა დააფიქსირა მერაბის მეტოქემ პიოტრ იანმაც. UFC322-ზე გარდა მერაბისა და პიოტრის საჩემპიონო ჩხუბისა გულშემატკივრები ალექსანდერ პანტოჟასა და ჯოშუა ვანის ბრძოლას იხილავენ, სადაც ბრაზილიელი მებრძოლი საჩემპიონო ქამრის დაცვას კიდევ ერთხელ შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ UFC322 ლას ვეგასში საქართველოს დროით 7 დეკემბერს, გამთენიისას გაიმართება. საღამოს მთავარი ბრძოლები 07:00-დან დაიწყება.









