ფეხბურთი

20:55 | 5.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "როდესაც გუნდურად ვთამაშობთ, ყველაფერი გამოგვდის"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა სევილიის „ბეტისთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ისე უნდ ითამაშონ, როგორც მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

„ბეტისს“ ფანტასტიკური გუნდი ჰყავს, მაღალი დონის მოთამაშეები. იგივე უნდა გავაკეთოთ, რაც „ატლეტიკოსთან“ მატჩში გავაკეთეთ. ეს დიდი გამარჯვება იყო და თავდაჯერებულობას გვმატებს, მაგრამ ხვალ ეს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ. წინ გადავდგით ნაბიჯი და ვაჩვენეთ, რომ როდესაც გუნდურად ვთამაშობთ, ყველაფერი გამოგვდის.

ერიკ გარსია? ამ კლუბს ძალიან კარგად იცნობს და ახალ კონტრაქტს იმსახურებს. ის ძალიან მნიშვნელოვანია გასახდელში და მომავალში შეიძლება კაპიტანი გახდეს. ერიკი ყველაფერს აკეთებს ამ კლუბისთვის... დისციპლინირებულია, ზრუნავს თანაგუნდელებზე და პროფესიონალია, სადაც არ უნდა ითამაშოს, იქნება ეს მარჯვენა მცველის, ცენტრალური მცველის პოზიცია თუ სათადარიგოთა სკამზე დარჩება“, - თქვა ფლიკმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.16806