ფეხბურთი

1:04 | 5.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ბარსელონა მსოფლიო დონის ფეხბურთელების დასამატებლად მზადაა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მსოფლიოს დონის ფეხბურთელის დასამატებლად.

თუმცა, ლაპორტამ ისიც აღნიშნა, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებენ, თუ ეს აუცილებელი იქნება:

„ბარსა“ მზადაა მსოფლიო დონის ფეხბურთელი დაიმატოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნამდვილად აუცილებელია. ერთ გუნდში ძალიან ბევრი დიდი ვარსკვლავის ყოლა არ მუშაობს, ამის ცოცხალი მაგალითები ჩვენს გარშემოა.

არაუხო? მას მხარი უნდა დავუჭიროთ. ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ბიჭია. ის მოტივირებული დაბრუნდა, მაგრამ საქმე ისეთ საკითხს ეხება, სპეციალისტებს უნდა მივანდოთ. არაუხო გვჭირდება, მისი თვისებების მქონე ფეხბურთელი სხვა არავინ გვყავს“, - თქვა ლაპორტამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.124668