იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარეობს გრან პრის სერიის ფინალური ასპარეზობა, რომელშიც მონაწილეობენ ეტაპების შედეგების მიხედვით შერჩეული მსოფლიოს საუკეთესო რეიტინგული მაჩვენებლების მქონე ექვსეულები (ქალები, მამაკაცები, სპორტული წყვილები, სპორტული ცეკვები).
ჩვენი ნაკრების წევრები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მოკლე პროგრამის შემდეგ 75.04 ქულით ჯერჯერობით მე-3 ადგილზე არიან და მცირედი განსხვავება აშორებთ იაპონელი და იტალიელი წყვილებისაგან, რომლებიც თავისუფალი პროგრამის წინ შესაბამისად, პირველ და მეორე პოზიციებზე არიან. თავსიუფალი პროგრამა გაიმართება ხვალ, 5 დეკემბერს და გათამაშდება მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში.









