ფეხბურთი

19:26 | 4.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგის" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილს ექნება დრო თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად"

ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა „ბენფიკასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი ქოჩორაშვილზეც ისაუბრა.

როგორც პორტუგალიელმა თქვა, ქოჩორაშვილს მიეცემა შესაძლებლობები, რომ ითამაშოს და საკუთარი თავი უკეთ წარმოჩინოს:

„სიმოეში შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ „ესტრელა ამადორას“ წინააღმდეგ არ ეთამაშა, მეტოქის გათვალისწინებით. მორიტაც უმატებს და გიორგი ქოჩორაშვილიც ძალიან გაიზარდა გუნდთან ადაპტაციის მხრივ. მას ექნება სივრცე და შესაძლებლობები ამის დამტკიცებისთვის. მიხარია, რომ სამივე ფეხბურთელის ზრდას ვხედავ“, - თქვა ბორჟესმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში „სპორტინგის“ მაისურით ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასით გამოირჩა, მაგრამ ბოლო პერიოდში მას სათამაშო დრო პრაქტიკულად არ აქვს.

„ბენფიკასა“ და „სპორტინგის“ მატჩი 6 დეკემბერს, თბილისის დროით 00:15 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094963