ბევრი ცნობილი სპორტსმენი გინახავთ ამღერებული და თან კარგად ამღერებული? ქართველ მეჩოგნეს ნიკოლოზ ბასილაშვილს და მის გერმანელ სატრფოს, შარლოტა ელენას როგორც ჩანს ნამდვილად გააჩნიათ მუსიკალური ნიჭი და არც ხმის უქონლობას უჩივიან.
ვიდეო რომელსაც წარმოგიდგენთ, სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. ნიკოლოზი და შარლოტა ცნობილ ქართულ სიმღერას „რატომ გამირბიხარ“ მღერიან. ეს სიმღერა საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო.







