ფეხბურთი

13:42 | 4.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ამორიმი: „ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა მომდევნო კვირებში - დიახ, ეს რეალისტურია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა შეაფასა გუნდის შანსები ჩემპიონთა ლიგაზე 2026/27 წლების სეზონში მოხვედრისა.

„მესმის კითხვა და თუ ცხრილი საშუალებას იძლევა, თუ შესაძლებელია, კვირაში ერთი მატჩის ჩატარება, ჩვენ ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ყველაფერი შეიძლება ერთ კვირაში შეიცვალოს. ვფიქრობ, მოქმედების საუკეთესო გზა, განსაკუთრებით ჩვენი გუნდის შემთხვევაში, მხოლოდ შემდეგ მატჩზე ფოკუსირებაა. თუ შემდეგ თამაშს მოვიგებთ, სულ მცირე, ჩვენს პოზიციას შევინარჩუნებთ. ეს არის მთავარი მიზანი“.

ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა მომდევნო კვირებში - დიახ, ეს რეალისტურია. რაც შეეხება მომავალს - არ ვიცი. მინდა, რომ მომავალ კვირას ამ პოზიციასთან ახლოს დავრჩეთ. შემდეგ კი ვნახოთ", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 13 მატჩის შემდეგ 21 ქულით ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეათე ადგილზეა. მეოთხე ადგილზე მყოფ „ჩელსისთან“ ჩამორჩენა სამი ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097358