ფეხბურთი

2:58 | 4.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალი" ესპანეთის თასის მომდევნო ეტაპზეა, მიქაუტაძემ პენალტების სერიაში გაიტანა

„ვილიარეალმა“ ესპანეთის თასის 1/16-ფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ლიგის ბინადარ „ანტონიანოს“ ეთამაშებოდა.

მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო დამატებით დროში, 102-ე წუთზე ანგარიში აიოზე პერესმა გახსნა და „ვილიარეალი“ დაწინაურდა, მაგრამ შვიდ წუთში მასპინძლებმა გაათანაბრეს. გიორგი მიქაუტაძე ისევ არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.

მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელშიც „ვილიარეალმა“ 5:3 მოიგო, ხოლო მიქაუტაძემ თავისი გუნდის მესამე პენალტი ზუსტად შეასრულა.

გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178808