ჭადრაკი

2:11 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაპიდში ხურციძემ იმარჯვა!

რაპიდში ქალთა გრან-პრის III ეტაპის გამარჯვებული ნინო ხურციძე (2400) გახდა, რომელმაც 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და ბელა ხოტენაშვილს (2418) და მირანდა მიქაძეს (2247) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ დასკვნით ტურში ხურციძე შავი ფიგურებით ხოტენაშვილთან დამარცხდა, თუმცა, პირველობა მაინც შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქალთა შორის ბლიცის III ეტაპი შედგება, ხოლო შემდეგ თბილისის ჭადრაკის სასახლე ვაჟებს დაეთმობათ: 15-16 ოქტომბერს ისინი რაპიდის III ეტაპში ჩაერთვებიან, 17-ში კი ბლიცის III ეტაპია დაგეგმილი.

0.113263