ფეხბურთი

1:13 | 4.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-აჰლიმ" დემირალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

თურქეთის ნაკრების მცველმა მერიჰ დემირალმა „ალ-აჰლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

დემირალმა არაბულ კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე განაახლა.

მერიჰ დემირალი „ალ-აჰლიში“ 2023 წლიდან თამაშობს და 81 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ატალანტას“, „იუვენტუსის“, „სასუოლოს“, „ალანიასპორის“, „სპორტინგისა“ და „ალკანენენსეს“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094971