ფეხბურთი

21:27 | 3.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" სონს გაცილების საღამოს მოუწყობს

„ლოს ანჯელსის“ ფეხბურთელი ჰონ-მინ სონი ლონდონში დაბრუნდება, სადაც „ტოტენჰემის“ ფანები დაემშვიდობებიან.

მას შემდეგ, რაც სამხრეთკორეელმა კლუბი დატოვა, ფანებთან დამშვიდობების საშუალება არ ჰქონია, მაგრამ ლონდონელები მას გაცილების საღამოს მოუწყობენ.

9 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე პრაღის „სლავიასთან“ მატჩის დაწყებამდე შედგება სონის გაცილების ცერემონია.

ჰონ-მინ სონმა „ტოტენჰემში“ 454 მატჩში 173 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანა. ის „ლოს ანჯელესში“ ზაფხულიდან თამაშობს და 13 შეხვედრაში 12 აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093803