ტურინის „იუვენტუსს“ ცენტრალური მცველი ფედერიკო გატი გამოაკლდა, რომელიც „უდინეზესთან“ ბოლო შეხვედრაში დაშავდა.
გატის მენისკის დაზიანება აქვს, რის გამოც მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს, მაგრამ სავარაუდოდ, უფრო მეტიც გაუცდება. შესაბამისად, მისთვის 2025 წელი დასრულდა. „იუვეში“ ტრავმების ეპიდემიაა, მანამდე გუნდს დიდი ხნით დუშან ვლაჰოვიჩი გამოაკლდა. ასევე ლაზარეთში არიან ცენტრალური მცველები - გლეისონ ბრემერი და დანიელე რუგანი.
მიმიდნარე სეზონში ფედერიკო გატიმ ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 2 გოლის გატანა მოახერხა.






