ფეხბურთი

17:58 | 3.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" დანი ოლმო წლის ბოლომდე გამოაკლდა

„ბარსელონას“ დანი ოლმო გამოაკლდა, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩში დაშავდა.

ესპანელმა ნახევარმცველმა „როხიბლანკოს“ კარში გოლი გაიტანა და შემდეგ შესაცვლელი გახდა. ის დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელი მისთვის დასრულდა, გუნდს იანვარში დაუბრუნდება.

მიმდინარე სეზონში დანი ოლმომ „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095833