სულ უფრო ცოტა დრო რჩება მერაბ დვალიშვილის ბრძოლამდე, რომელსაც ქართველი "მანქანა" რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს. ქართველმა მებრძოლმა ბრძოლამდე UFC-ის ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
"ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები. მიყვარს ეს სპორტი და მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ სულ დაკავებული ვარ და ბრძოლებს ხშირად ვატარებ. ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგადაა, წონის კლებას თუ არ ჩავთვლით. ჩემი წონა ცოტათი დიდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წონას ჩავაბარებ.
მიმდინარე წელს ტიტულის მეოთხედ დაცვა ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან კიდევ ერთ რეკორდს დავამყარებ, თუმცა ამით გაჩერებას არ ვაპირებ. თუ UFC-ი წინააღმდეგი არ იქნება, მინდა მსგავსი რამ მომდევნო წელსაც გავიმეორო.
პიოტრ იანი ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია და ამ მომენტისთვის ქამარზე ჩხუბს სწორედ ის იმსახურებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლისთვის ის საუკეთესოდ არის მომზადებული და გულშემატკივარი შაბათს დიდ ბრძოლას იხილავს.
წონის შეცვლა? ამ მომენტისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ იქ სადაც ვარ. მინდა ქამრის დაცვა გავაგრძელო და ჩემს დივიზიონზე ვარ კონცენტრირებული. იმ შემთხვევაში თუ UFC-ი მთხოვს წონის შეცვლას და რამდენიმე სუპერბრძოლის ჩატარებას ეს პრობლემა არ იქნება", - განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება საქართველოს დროით 7 დეკემაბერს გამთენიისას გაიმართება.









