ფეხბურთი

13:24 | 3.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ნახევარდაცვის გაძლიერებას "რეალის" ფეხბურთელით გეგმავს

"ლივერპულის" ხელმძღვანელობა ნახევარდაცვის გაძლიერებს გეგმავს და ამისთვის ყველაზე კარგ ვარიანტად მადრიდის "რეალის" ფრანგ ფეხბურთელს ედუარდო კამავინგას მიიჩნევს.

როგორც ცნობილი გამოცემა CaughtOffside-ი იტყობინება, "მერსესაიდელებმა" აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს და უახლოეს დღეებში კამავინგას აგენტთან დაკავშირებასაც გეგმავენ. ინგლისელები მზად არიან, რომ ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

ჯერ ჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით "რეალისა" და კამავინგას პოზიცია უცნობია, თუმცა სათქმელია, რომ ფრანგს ჩაბი ალონსო დიდად არ სწყალობს და მიმდინარე სეზონში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. ეს კი შესაძლოა აღნიშნულ გარიგებაში გარდამტეხი ფაქტორი იყოს.

შეგახსენებთ, რომ კამავინგა "რეალს" 2021 წელს შეუერთდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. მას მიმდინარე სეზონში 14 მატჩი აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090531