ფეხბურთი

11:32 | 3.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ რიოლო : "ვფიქრობ კვარაცხელიას შემთხვევაში საქმე მენტალურ პრობლემასთან გვაქვს"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგულ მედიაში გააკრიტიკეს. ქართველი "მონაკოსთან" წაგებული მატჩის შემდეგ (0:1) RMC Sport-ის ჟურნალისტმა დანიელ როოლომ ისაუბრა.

"შაბათს "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს ერთ-ერთი სუსტი თამაში ვნახე. მეგონა, რომ მოედანზე ვიტინიას, ნევეშის და ფაბიან რუისის გარე ბიძაშვილები თამაშობდნენ და არა ისინი. ძალიან სუსტი მატჩი ჩაატარეს და ეს შედეგზეც აისახა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ის თამაშებს არჩევს და იმის მიხედვით თამაშობს, ამას საფუძვლიანი დაკვირვება სჭირდება. ვფიქრობ მის შემთხვევაში საქმე მენტალურ პრობლემებთან გვაქვს", -განაცხადა რიოლომ.

ხვიჩა კვარაცხელია გასულ თვეში RMC Sport-ის ჟურნალისტმა ვალიდ აშერშურმაც გააკრიტიკა, მისი აზრით ქართველ ფეხბურთელს ლიგა1-ი საერთოდ არ აინტერესებს და მაქსიმალურად არ იხარჯება.

შეგახსენებთ, რომ შაბათს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ ესტუმრა 0:1 დამარცხდა და ჩემპიონატში ლიდეროობა დაკარგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 76-ე წუთამდე ითამაშა, მას ორჯერ კარგი შანსი ჰქონდა გასატანად, მაგრამ მოედანი ისევ უგოლოდ დატოვა. ქართველს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 17 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09341