ფეხბურთი

2:11 | 3.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ქამბექი "ატლეტიკოსთან"

ესპანეთის ლა ლიგაში „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და ძალზე საინტერესო შეხვედრაში 3:1 აჯობა.

დიეგო სიმეონეს გუნდმა კარგად დაიწყო და მე-19 წუთზე ალექს ბაენას გოლით დაწინაურდა. „ბარსა“ ცოტა ხანს აგებდა, 7 წუთში რაფინიამ გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს რობერტ ლევანდოვსკის იდეალური შანსი ჰქონდა გასატანად, მაგრამ პენალტი საშინლად დაარტყა - დიდი მანძილით ააცილა.

მეორე ტაიმში ჰანსი ფლიკის გუნდმა მეტოქე მაინც გატეხა. ჯერ დანი ოლმომ გაიტანა, ხოლო შემდეგ ფერან ტორესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ბარსასთვის“ ცუდი ისაა, რომ დანი ოლმო და პედრი დაუშავდა - რამდენად სერიოზულია მათი ტრავმები უცნობია.

„ბარსელონა“ 37 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „ბეტისს“ ესტუმრება, ხოლო „ატლეტიკო“ 31 ქულით მეოთხეა და „ბილბაოს“ ესტუმრება.

„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ბაენა (19), 1:1 რაფინია (26), 2:1 დანი ოლმო (65), 3:1 ტორესი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.105347