ფეხბურთი

20:14 | 2.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "კრიტიკა ნორმალურია, მაგრამ ფანებისგან მხარდაჭერას ვგრძნობ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ კრიტიკა ნორმალურია, მაგრამ ის კლუბის ფანებისგან მხარდაჭერას გრძნობს:

„ჩვენთვის ნორმალურია, რომ გვაკრიტიკებენ, ეს მაშინაც ხდება, როცა ვიგებთ. მე სოციალური მედიის რეგულარული მომხმარებელი არ ვარ და ამის შესახებ არ ვიცი, მაგრამ სულელი არ ვარ და ვიცი, რომ ეს არსებობს. შეურაცხყოფა ნამდვილად არ არის დადებითი რამ. რაც ვიცი და ვგრძნობ, არის ის მხარდაჭერა, რომელსაც გულშემატკივრები მიწევენ სტადიონზე და განსაკუთრებით კლუბის მხარდაჭერა. ისინი მღერიან გუნდისთვის, მაგრამ ასევე ჩემთვისაც. ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ ბოლო 13 მატჩიდან 9 წაგებული აქვს და სეზონი ისე ნამდვილად ვერ დაიწყო, როგორც ინგლისის მოქმედ ჩემპიონს შეეფერება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175254