ფეხბურთი

17:34 | 2.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "იმ მომენტში მამარდაშვილი ელოდა, რომ მასზე პრესინგს ითამაშებდნენ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „სანდერლანდეთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია ხაზი გაუსვა სწრაფად თამაშის მნიშვნელობას და პსვ ეინდჰოვენთან ერთად ეპიზოდი მოიყვანა მაგალითად, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი მონაწილეობდა.

„ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია. იმ სიტუაციაში, როცა ბურთი მამარდაშვილს ჰქონდა, პსვ მაღალ პრესინგზე თამაშობდა, მაგრამ შეგვეძლო სამკუთხედის შექმნა, რაც იმ მომენტში ვერ გავაკეთეთ და ვფიქრობ, გიორგი ელოდა, მასზე პრესინგს ითამაშებდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივზე ცოტა მეტ ხანს მოუწია ლოდინი ვარიანტის მოსაძებნად. „სანდერლენდიც“ ასეთ მომენტებში პსვ-ს მსგავსი გუნდია.

„სანდერლენდი“ ორივე ასპექტს აერთიანებს: ისინი ან ძალიან მაღალ პრესინგს თამაშობენ, ან 11 ფეხბურთელით და მთელი ძალით იცავენ თავს. ამიტომ არის მათ წინააღმდეგ თამაში რთული. ზოგადად, მნიშვნელოვანია თამაშის კარგად დაწყება, იდეალურ შემთხვევაში გოლით. ვეცდებით, ხვალ ეს იმაზე უკეთ გავაკეთოთ, ვიდრე ბოლო დროს, რადგან „ვესტ ჰემთან“ თამაშის გარდა, ხშირად გოლებს მატჩის დასაწყისში ვუშვებდით“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „სანდერლენდის“ მატჩი 3 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093988