ფეხბურთი

17:03 | 2.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცას" ფანებმა ფეხბურთელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

„ნიცა“ სპორტულ დონეზე რთულ პერიოდს გადის, რასაც მათი ბოლო შედეგებიც ადასტურებს. მაგრამ ის, რაც „ნიცას“ საწვრთნელი ბაზის წინ „ლორიენთან“ მარცხის (1:3) შემდეგ მოხდა, ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა.

ულტრასების ჯგუფი გუნდის ავტობუსს დაელოდა და როგორც კი, ისინი ავტობუსიდან გადმოვიდნენ, ულტრასებმა რამდენიმე ფეხბურთელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - წიხლებს ურტყამდნენ და აფურთხებდნენ. დაზარალებულ ფეხბურთელთა შორის, არიან ჟერემი ბოგა და ტერემ მოფი.

„ნიცამ“ ლიგა 1-ში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო და 17 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო პარალელურად, ევროპა ლიგაზეც საშინლად თამაშობს, სადაც ხუთ ტურში ყველა თამაში წააგო და ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094049