თამაშგარე

16:34 | 2.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სილვია ოლივეირას თამამი განაცხადი

მშობლიური ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების თილისმის წოდებაზე ლამაზმანები ერთმანეთს თავ-პირში იმიტომ სულაც არ აფრინდებიან, რომ ფეხბურთი ცხოვრების აზრად აქვთ ქცეული. მათი მოტივაცია ბევრად მერკანტილურია და პირადი ცნობადობის ამაღლებაზე გადის, რაც სამომავლო წარმატებისთვის უმოკლესი გზაა.

ამ ყოველივეს როგორც ჩანს კარგად უწყოდა ულამაზესი პორტუგალიელი მოდელი სილვია ოლივეირა, რომელმაც არც აცხელა, არც აცია და უცებ სრულიად „ცა მოწმენდილზე“ განაცხადა, რომ იგი უნდა გახდეს პორტუგალიის ნაკრების ახალი თილისმა და სწორედ ის გაამარჯვებინებს პორტუგალიელებს მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ატყდა და რა ატყდა ამ განცხადების შემდეგ! კონკურენტები და ამ ამბებში გამობრძმედილნი აპელირებენ იმაზე, რომ ლისაბონში დაბადებულ 25 წლის სილვია ოლივეირას ფეხბურთის არაფერი გაგეგება და ასე უტიფრად თავის ნაკრების თილისმად გამოცხადება არამხოლოდ უხერხული, არამედ შეუძლებელიცააო. თუმცა თავად გოგოს ეს როგორც ჩანს დიდად არ ანაღვლებს და არც ფარ-ხმალის ადვილად დაყრას აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167052