ფეხბურთი

16:05 | 2.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ყველა ხედავს, რომ ჩაკვეტაძე დღითიდღე უმჯობესდება"

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა, ამჯერად ნახევარ საათზე ცოტა მეტი ითამაშა.

„უოტფორდი“ „ბირმინგემთან“ დამარცხდა (1:2), მაგრამ ერთადერთი გოლი სტუმრებმა ჩაკვეტაძის აქტიურობის შედეგად გაიტანეს, მან დაიწყო საგოლე შეტევა, რომელიც მარკ ბოლამ გააგრძელა და მაამას გოლით დასრულდა. მატჩის შემდეგ ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელი ხავი გრასია კმაყოფილი დარჩა ჩაკვეტაძის თამაშით და აღნიშნა:

„ყველა ხედავს, რომ მისი ხარისხი დღითიდღე უმჯობესედება. მას ვარჯიში, კონკურენცია და მეტი თამაში სჭირდება, რათა საუკეთესო გიორგი ვიხილოთ. თუმცა, კმაყოფილი ვარ მისი ევოლუციით. დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში დაგვეხმარება“, - თქვა გრასიამ.

„უოტფორდი“ 24 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „ნორვიჩ სიტის“ უმასპინძლებს. გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089799