„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა თავისი გუნდის მეკარე მანუელ ნოიერზე ისაუბრა.
„ჩემი აზრი ნათელია: ასაკის მიუხედავად, მას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მივიჩნევ. ეს უბრალოდ ჩემი აზრი იყო, როგორც მაქს ებერლის. საბოლოო ჯამში, მანუ გადაწყვეტს, წავა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე. ხოლო როდესაც საქმე კონტრაქტის გახანგრძლივებას ეხება, მანუელი ჩვენი პირველი პრიორიტეტი იქნება“, - ციტირებს ებერლის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ამ სეზონში ფეხბურთელმა კლუბის შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა ყველა შეჯიბრში და 16 გოლი გაუშვა. ნოიერი გამოსვლების რაოდენობით ბუნდესლიგის ორ საუკეთესო მეკარეს შორისაა.






