„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის „სანდერლენდთან“ მატჩის წინ თავისი გუნდის ტრავმირებული მოთამაშეების მდგომარეობაზე ისაუბრა.
„კონორ ბრედლი გუშინ პირველად დაესწრო გუნდურ ვარჯიშს. ყველაფერი 100%-ით ჯერ არ არის მზად. თუმცა, კარგია, რომ უკვე ვარჯიშობს ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად. მომავალ კვირას იგივეს ველით ჯერემი ფრიმპონგისგანაც, ამიტომ ორივე დაბრუნდება, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრ თამაშს ვთამაშობთ... ამიტომ, თუ ჯერემი მომავალ კვირას ჩვენთან ერთად ივარჯიშებს, კიდევ სამ თამაშს გამოტოვებს“, - უთხრა სლოტმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
პრემიერლიგის 13 მატჩის შემდეგ, „ლივერპული“ 21 ქულით ცხრილში მერვე ადგილზეა, ხოლო „სანდერლენდი“ 22 ქულით მეექვსეზე.






