ფეხბურთი

1:43 | 2.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვარდის დუბლით "კრემონეზემ" ბოლონიაში მოიგო

იტალიის სერია A-ს მე-13 ტური „ბოლონია“ – „კრემონეზეს“ მატჩით დასრულდა, რომელშიც მოულოდნელად სტუმრებამ 3:1 მოიგეს.

თამაშის გმირი ვეტერანი ინგლისელი ჯეიმი ვარდი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. ინგლისელს მიმდინარე სეზონში 4 გოლი დაუგროვდა და კრემონელთათვის დიდი ძალაა.

დაჩი ლორთქიფანიძე ისევ იყო განაცხადში, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. ახალგაზრდა ქართველს მიმდინარე სეზონში ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

„კრემონეზემ“ სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და 17 ქულით მე-11 ადგილზე აინაცვლა, მომდევნო ტურში კი 7 დეკემბერს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს. „ბოლონია“ 24 ქულით მეექვსე ადგილზეა, შემდეგ მატჩს „ლაციოსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092815