თურქეთის სუპერლიგის მე-14 ტურში სტამბოლური დერბი შედგა, რომელშიც „ფენერბაჰჩემ“ „გალათასარაის“ უმასპინძლა.
როგორც ამ დერბის შეეფერება, დაძაბული მატჩი გამოვიდა, რომელშიც სტუმრები 27-ე წუთზე ლეროი სანეს გოლით დაწინაურდნენ. „ფენერი“ მარცხისგან 95-ე წუთზე ჯონ დურანმა იხსნა და ფრე - 1:1.
„გალათასარაი“ 33 ქულით ინარჩუნებს ლიდერობას და ქულით უსწრებს „ფენერბაჰჩეს“. იქვეა "ტრაბზონსპორიც", რომელსაც 31 ქულა აქვს.









