ფეხბურთი

18:40 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალი: "რატომ ესპანეთი და არა მაროკო? გადაწყვეტილება მხოლოდ ამის გამო მივიღე"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა ესპანურ გამოცემა AS-თან ინტერვიუს დროს დაასახელა მიზეზი, რის გამოც ესპანეთის ნაკრებში თამაში აირჩია და არა მაროკოში.

"გულის სიღრმეში მაროკოს ნაკრებში თამაშზე ნამდვილად ვფიქრობდი, თან იმ დროს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იყო გასული, თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს ბევრი არ მიფიქრია. მაროკოს მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამაჩნია, თუმცა ყოველთვის ჩემი ოცნება ევროპის ჩემპიონატზე თამაში და მისი მოგება იყო, რაც ღმერთის წყალობით გამომივიდა. გადაწყვეტილებაც მხოლოდ აქედან გამომდინარე მივიღე. ვფიქრობ, რომ ევროპაში უფრო უყურებენ ფეხბურთს და დონე გაცილებით მაღალია. ევროპის ჩემპიონობის შემდეგ მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა", - განაცხადა იამალმა.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა ესპენეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი 2024 წელს მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098013