რაგბი

16:57 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 41:14 ყაზბეგი

რუსთავის ‘ხარებმა’ crocobet დიდი 10-ის მეათე ტურში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ დამაჯერებლად, 41:14 დაამარცხა და ბონუს-ქულაც ჩაიწერა.

შედეგად, ‘ხარებს’ 26 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დაბრუნდა. ‘ყაზბეგი’ 12 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.

„ხარები არენაზე“ მასპინძლები სრულად დომინირებდნენ და 25 წუთის შემდეგ საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის დებიუტში მათ 22-ში დანიშნული შერკინების შემდეგ მაღალ ტემპში შეუტიეს, ვაჟა ხუციშვილმა ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. დავით მოძღვრიშვილმა გარდასახვა ვერ, თუმცა მე-7 წუთზე ჯარიმა გაიტანა. თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა და მე-15 წუთზე ლელო ისევ ‘ხარებმა’ მიითვალა. დერეფნის შემდეგ რუსთაველებმა მაღალ ტემპში შეუტიეს და ფორვარდების სამი დარტყმის შემდეგ მიზანს ირაკლი ლუარსაბიშვილმა უწია.

ტაიმის შუაში ლეგიონერების ჯერი დადგა. ‘ხარებმა’ ორი სწრაფი, ხელდახელ შეტევა განახორციელა და პირველი მაიკელი როკონდინონოს, ხოლო მეორე რატუ საინივალატის ლელოთი დასრულდა. მოძღვრიშვილმა სამივე გარდასახვა გამოიყენა. ‘ყაზბეგმა’ 35-ე წუთზე შეძლო პასუხის გაცემა, დერეფნის შემდეგ ლუკა ჩქარეულმა მძლავრად შეუტია და ერთი ლელო გაქვითა, ლუკა სახელაშვილმა კი გარდასახა - 29:7.

მეორე ტაიმი სტუმრების შეტევებით დაიწყო და ირაკლი ლუარსაბიშვილის სინბინის შემდეგ ‘ხარები’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, რითაც სტუმრებმა იქვე ისარგებლეს. მათ 5-მეტრიანთან ჯარიმა გაითამაშეს, ფორვარდების ორი დარტყმის შემდეგ ბურთი მაღალ სისწრაფეზე გიორგი ნავროზაშვილმა მიიღო, ხაზი გაჭრა და მისი ლელო სახელაშვილმა გარდასახა. სამ წუთში ყვითელი ბარათი ვატისონი ვანგანისარავიმ მიიღო და 10 წუთით ‘ყაზბეგიც’ 14 კაცის ამარა დარჩა.

‘ხარებმა’ ინიციატივა დაიბრუნა, 59-ე წუთზე დავით ხუროშვილმა მეტოქის დაცვაში სივრცე შენიშნა, ხაზი სუფთად გაჭრა და ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. 65-ე წუთზე საინივალატიმ შეუტია კარგად და ლელოში როკონდინონო შეუშვა. ვაჟა ხუციშვილმა ერთი გარდასახვა გამოიყენა და თამაში 41:14 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით ხუროშვილი გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096612