ფეხბურთი

11:40 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას "ანორთოსისის" წაუგებელი სერია გრძელდება

თემურ ქეცბაიას „ანორთოსის“ წაუგებელი სერია გრძელდება. კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში ფამაგუსტელები ნიქოზიის „აპოელს“ დაუზავდნენ (1:1).

არადა, სტეფანო სენსის მიერ მე-10 წუთზე გატანილი გოლით „ანორთოსისი“ დიდი ხანი იგებდა, მაგრამ „აპოელმა“ მარცხს თავი 89-ე წუთზე, მარკინიოსის გოლით დააღწია და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ანორთოსისს“ ჩემპიონატში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 2 მოგება, 4 ფრე.

„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ბოლოს გოლი გავუშვით, თუმცა ფრე სამართლიანი შედეგი იყო. თავიდანვე დავწინაურდით, ვცადეთ, ვირბინეთ, „აპოელს“ სივრცე არ მივეცით, მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოოდ ანგარიში გაათანაბრეს. ბოლო ორ თამაშში ოთხი ქულა მოვიპოვეთ, ერთი გასვლითი გამარჯვება და ერთი საშინაო ფრე გუნდთან, რომელიც ჩემპიონობის ამბიციები აქვს. ახლა თასის თამაშისთვის ვემზადებით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ხალხს, ვინც მოვიდა, ძალიან დაგვეხმარნენ, მაგრამ სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოვახერხეთ“, - აღნიშნა ქეცბაიამ მატჩის შემდეგ.

„ანორთოსისი“ 12 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 დეკემბერს, „აპოლონს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098879