ფეხბურთი

11:05 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიბერტადორესის თასის ბრაზილიური ფინალი "ფლამენგომ" მოიგო

ლიბერტადორესის თასი „ფლამენგომ“ მოიგო. ფინალში, რომელიც ბრაზილიური იყო, „ფლამ“ „პალმეირასი“ დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი ვეტერანმა მცველმა დანილომ გადაწყვიტა, რომელმაც 67-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დანილო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა და ლიბერტადორესის თასი მინიმუმ ორ-ორჯერ აქვს მოგებული (ორივე ტურნირი).

„ფლამენგო“ 2022 წლის შემდეგ პირველად, ხოლო ისტორიაში მეოთხედ (1981, 2019, 2022, 2025) გახდა ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100636