იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის მატჩი, „მილანსა“ და „ლაციოს“ შორის, დასრულდა. „როსონერიმ“ 1:0 მოიგო დ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
რაფაელ ლეაომ ამ მატჩის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „მილანი“ იტალიის უმაღლესი დივიზიონის ცხრილში 28 ქულით პირველ ადგილზეა. ლაციო 18 ქულით მერვეზე.
შემდეგ ტურში „როსონერი“ 8 დეკემბერს სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბიანკოჩელესტი“ 7 დეკემბერს ბოლონიას უმასპინძლებს.






