აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოსთვის მეორე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა, რადგან ოთხმა ქართველმა გამოსვლა უმედლოდ დაასრულა.
73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე კარიმ აბდულაევთან, ხოლო ამავე წონაში მიხეილ ბახბახაშვილი შვეიცარიელ ნილს სტამპთან დამარცხდა.
81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ ყაზახ აბილაიხან ჟუბანაზას აჯობა, მაგრამ შემდეგ მოლდოვენ ვიქტორ სტერპუსთან ვერაფერი გააწყო და უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში ჯუმბერ მელაძემ საბერძნეთს სახელით მოასპარეზე მიხეილ ჩუთლაშვილი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ გერმანელ ტიმო კაველიუსთან თავად დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ამ დროისთვის ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა. შეჯიბრის დასკვნით დღეს, კვირას, კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს. ლაშა ბექაური პირველ შეხვედრას ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკთან გამართავს, ხოლო ირაკლი დემეტრაშვილის პირველი მეტოქე გერმანელი ლოსენი კონე იქნება.









