პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ პირველი სეზონი პრაქტიკულად უფასოდ ითამაშა.
როგორც მან თქვა, ხელფასი, რომელსაც ესპანური კლუბისგან იღებდა, „იუვენტუსს“ კონტრაქტის გაწყვეტის გამო გადაუხადა:
„ბარსაში“ პირველ წელს პრაქტიკულად უფასოდ ვთამაშობდი. ყველაფერი, რაც მივიღე და დავიმსახურე, „იუვენტუსს“ გადავუხადე კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო“, - თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნიმ 2024 წელს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ „იუვენტუსთან“ ცალმხრივი კონტრაქტი აკავშირებდა. როდესაც შეთავაზება „ბარსელონასგან“ მიიღო, ეს ხელშეკრულება გაწყვიტა, კარიერა განაახლა და დღემდე „ბარსელონას“ წევრია.






