„ესტუდიანტესის“ პრეზიდენტი ხუან სებასტიან ვერონი არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
მიზეზი ისაა, რომ „როსარიო სენტრალისთვის“ საპატიო დერეფანს „ესტუდიანტესმა“ ზურგი შეაქცია. გარდა ამისა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ ის ფეხბურთელებიც, რომლებიც დერეფანში ზურგით იდგნენ.
ასოციაციამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ აპერტურისა და კლაუსურას ჩემპიონატების ქულების დაჯამდებოდა, რის შედეგადაც, ჩემპიონად „როსარიო“ გამოცხადდა. „ესტუდიანტესმა“ სწორედ ამიტომ, პროტესტი გამოთქვა და მეტოქისთვის საჩემპიონო/საპატიო დერეფანში ზურგით დადგა.









