ფეხბურთი

0:26 | 29.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "დარწმუნებული ვარ, "ჩელსისთან" წაგება ჩვენთვის გარდამტეხი მომენტი იქნება"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ „ჩელსისთან“ წაგება (0:3) მის კლუბს წაადგება და „ბარსას“ კარგი სეზონი ექნება.

„ლონდონიდან დაბრუნებისას ფლიკს ვესაუბრე. მომეწონა მისი და გუნდის რეაქცია. ვფიქრობ, ეს შედეგი გარდამტეხი მომენტი იქნება. ისტორიაში ცუდი შედეგი ხშირად წარმატებული სეზონისკენ გვიბიძგებდა. ამაში დარწმუნებული ვარ“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ხუთ ტურში მხოლოდ 7 ქულა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093151